კრიმინოგენური ვითარება კატასტროფულად უარესდება, რა ელის აფხაზეთს?

ფეისბუკის ჯგუფი სახელწოდებით “Патриоты Абхазии”, რომელიც ოკუპირებული სოხუმიდან ოპერირებს და ხუთი ათასამდე წევრს აერთიანებს, აქტიურად განიხილავს აფხაზეთის ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების გამწვავების პრობლემას. ჯგუფის წევრებს განსაკუთრებით აღელვებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება მალავს ბოროტმოქმედთა ვინაობას. აი, ორიოდე კომენტარი, რომელიც ასახავს მოქალაქეების განწყობას (სტილი დაცულია):
მომხმარებელი ფსევდონიმით (ე.წ. ნიკი) Жанна Д’Арк წერს : “ პატივცემულო მილიციის მუშაკებო, მოგმართავთ თხოვნით, რომ არ დამალოთ იმის ვინაობა, ვინც გასამართლებას კი არა, სიკვდილით დასჯას იმსახურებს! დღეს განყოფილებაში მოიყვანეს ახალგაზრდა კაცი (ნარკომანი), რომელსაც ბრალად ედება ორი თვის ჩვილის გაუპატიურება! ბავშვის დედაც ნარკომანი არის, დაუტოვა “მეგობარს” ბავშვი და საქმეებზე წავიდა. შედეგად, ბავშვი სისხლდენით წაიყვანეს საავადმყოფოში! ბრალდებული სასტიკად არის ნაცემი, მაგრამ მის ვინაობას გულმოდგინედ მალავენ, რამეთუ მის დასაცავად უკვე “იზრუნა” ინტელიგენციის რამდენიმე წარმომადგენელმა.
Р.S. ყველა საიდუმლო ოდესღაც გაცხადდება, განსაკუთრებით აფხაზეთში”.
მომხმარებელი Саат Сатба‎ (საათ სათბა): “ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო და უფრო მიექანება უფსკრულისკენ. უკანონობამ და უზნეობამ დაამარცხეს კეთილგონიერება. ადამიანები მხეცებივით იქცევიან. დღეს ტყვარჩელში ტრაგიკული შეხმთხვევა მოხდა. ადგილობრივ მამაკაცთა ჯგუფი კაფეში იმყოფებოდა, სვამდნენ და საუბრობდნენ. კაფესთან მახლობლად ბავშვები უწყინრად თამაშობდნენ. მამაკაცებს შორის ატყდა შეხლა–შემოხლა. ერთ–ერთი მათგანი, გვარად მინაია, გაბრაზებული გავიდა კაფედან, ცოტა ხანში დაბრუნდა ავტომატით ხელში და ჩაცხრილა მწყენინებელი, გვარად ლაკერბაია. შემდეგ აუღელვებლად გავიდა კაფეს შენობიდან და ცოტა მოშორებით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავი მოიკლა.
საბედნიეროდ, ბავშვები არ დაზარალებულან, თუმცა დარწმუნებული ვარ შოკური მდგომარეობა და შიში განიცადეს, რომლიდანაც დიდხანს ვერ გამოვლენ. რა ელის აფხაზეთს?”

banner
წინა სტატიაში“ასავალ-დასავალმა” საბოლოოდ წააგო დავა მამუკა ხაზარაძესა და “თიბისი ბანკთან” სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში
შემდეგი სტატიაე.წ. „ციანიდის საქმის“ განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს