კოტე კემულარია: 23 წლის ჩუღურეთის საპასპორტოს უფროსი, გიორგი ვაშაძე, ახლა რეფორმების მამობას რომ იჩემებს, ვალოდია ჯინჭარაძის როლში უფრო გამოდის, ვიდრე იუსტიციის სახლის „აღმშენებელი“

“დიდხანს ვიკავებდი თავს,ვინაიდან ამბავი ახალგაზრდა კაცს ეხება. როდესაც დავრწმუნდი, რომ მას ეს არ წამოსცდა, გადავწყვიტე ამაზე გამეკეთებინა რეაგირება.
ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის საშინელი განცხადება უფროსი თაობის დამსახურებული ადამიანების “ჩარეცხილებად” გამოცხადების შესახებ.
ამან მაშინ მძიმე რეაქციები გამოიწვია და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი რეპუტაცია. სააკაშვილი დღეს საჯაროდ იხდის ბოდიშებს ამ ქცევისთვის.
ასეთ ვითარებაში ,ახალგაზრდა პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე.
ერთი-ერთში იმეორებს ამ უგვან პრეცედენტს და არასაჭირო ადამიანებად აცხადებს უფროსი თაობის მაღალი რეპუტაციის პროფესიონალებს.
მას ეს იმ კონტექსტში დასჭირდა, როდესაც თანაპარტიელ ახალგაზრდას, ბატონ ჩიხლაძეს “პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად” ნიშნავდა. ეს მისი კერძო აზრია და ამას ვერავინ დაუშლის. უცნაურია, რაში დასჭირდა მას ამ პროცესში უფროსი თაობის ასე უდიერად მოხსენიება. ალბათ იმიტომ, რომ მის ხელში თავმოყრილი საეჭვო წარმოშობის ბევრი ფული ვერ გახდა მიმზიდველი და მასთან არავინ მივიდა უფროსი თაობის პროფესიონალებიდან. ეტყობა რეპუტაციას გაუფრთხილდნენ….
ამან “აღმშენებელი” გააბრაზა. უფროსი თაობის გინებით მრავალსაუკუნოვან საქართველოში წინ ვერავინ წაიწევს. მხოლოდ თვითონ დაზიანდება.
რადგან რჩევებზე გადავედით, უნდა შევეხოთ ასევე “აღმშენებლის” მიერ იუსტიციის მამობის აკვიატებულ მოსაზრებებს. საჯარო რეესტრის დიდი რეფორმის სამართლებრივი საფუძველი-დებულება 2004წელს იქნა დამტკიცებული. მადლობა ამისთვის გიორგი პაპუაშვილს და მის გუნდს.
2005 წელს ჩვენმა გუნდმა შესძლო საჯარო რეესტრი ცალკე გამოეტანა იუსტიციის სამინისტროსგან. აღეჭურვა ოპერატორები ნოტარიუსის უფლებით და გაეხსნა პირველი მცირე იუსტიციის სახლები რუსთავში და თბილისში-საბურთალოზე.
“აღმშენებელი” ამ პერიოდისთვის მხოლოდ 23 წლის გახლავთ და არის ჩუღურეთის საპასპორტოს უფროსი.( ! ) ამ რანგით როგორ იჩემებს ის ამ რეფორმების მამობას ამაზე სერიოზული საუბარი არ ღირს.
რეესტრის რეფორმაზე დიდი გუნდი მუშაობდა. მადლობა ყველას ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობდა.
რაც შეეხება იუსტიციის სახლის აშენებას. ეს შენობა ზურაბ ადეიშვილის დამსახურებით აშენდა. მან მოიფიქრა იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის ერთ შენობად გაერთიანება და სწორედ ამ უწყების სახსრებით არის ის აშენებული.
გიორგი ვაშაძე აქაც ვალოდია ჯინჭარაძის როლში გამოდის.
სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას. საზოგადოება ამას იმსახურებს. ახალგაზრდებმა კი თავი თავისი გაკეთებული საქმეებით უნდა მოიწონონ და არა სხვისი დამსახურებების მითვისებით. ბოდიში გრძელსიტყვაობისთვის და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას.
– წერს კოტე კემულარია ფეისბუქის საკუთარე გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიივერი მელაშვილის ადვოკატი:ის არის იმ პოლიტიკური პროცესების მსხვერპლი, რომელიც მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: „ ამ დაკავებებს უფრო პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის მცდელობებს გავს“