დავით ჭიჭინაძე: „ ამ დაკავებებს უფრო პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის მცდელობებს გავს“

„ ამ დაკავებებს უფრო პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის მცდელობებს გავს“ – პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება და თვლის, რომ დღეს რომ გახდა ეს თემა აქტუალუი და თან ამ ფორმებით, ეს უფრო აჩენს ბევრ კითხვებს.
„ 38-39 წლების რუქებში მართლაც იყო ასახული ეს ყველაფერი და ამაზე მეც არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ნამდვილად არ მგონია ნებისმიერი ჩინოვნიკის დონეზე წყდებოდეს სახელმწიფო საზღვრების საკითხი.
მითუმეტეს, რომ აშკარაა პროკურატურა ხან იმას ამბობს, ხან ამას. ზოგადად კი, ასეთი საკითხები ასე გახმაურებულად და საპიაროდ არ უნდა ხდებოდეს“ – აცხადებს ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიკოტე კემულარია: 23 წლის ჩუღურეთის საპასპორტოს უფროსი, გიორგი ვაშაძე, ახლა რეფორმების მამობას რომ იჩემებს, ვალოდია ჯინჭარაძის როლში უფრო გამოდის, ვიდრე იუსტიციის სახლის „აღმშენებელი“
შემდეგი სტატიასკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა