კორტნი – საქართველოს მთავრობა იმაზე ნაკლებადაა მონდომებული, უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მოსამართლეების დანიშვნაზე ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის კრიტიკას ეხმაურება. ის Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს მთავრობა იმაზე ნაკლებადაა მონდომებული, უზრუველყოს ქვეყნის ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს.

“უცნაურია, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამტკიცებს, თითქოს სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ კომპრომისებსა და რეკომენდაციებზე. ალბათ, მთავრობა იმაზე ნაკლებად არის მონდომებული, რომ უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს”, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – ათ დღეში სააკაშვილის გათავისუფლება ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელია
შემდეგი სტატიადევი ტაბიძე – დღეს მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება