სარჯველაძე – ათ დღეში სააკაშვილის გათავისუფლება ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელია

მიხეილ სააკაშვილს აშკარად არასწორი განწყობები და შეხედულებები აქვს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მისი მიწოდება ციხიდან გათავისუფლებაზე და შემდეგ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე მორიგი შეცდომაა. როცა ვარაუდობს, რომ საქართველოში ინსტიტუციურად ქვეყანა იმდენად განუვითარებელია, როგორც 2012 წელს დატოვა. ასეთი მდგომარეობა არ არის და კიდევ ერთ შეცდომას უშვებს, აქვს მცდარი გათვლა აქვს. ამაზე საუბარი ბევრი არ ღირს, რადგან მისი ათ დღეში გათავისუფლება ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

წინა სტატიაშიარასამთავრობოები სამაგიდო სიების გახსნას ითხოვენ
შემდეგი სტატიაკორტნი – საქართველოს მთავრობა იმაზე ნაკლებადაა მონდომებული, უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს