კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი თავისუფლად გადაადგილდებოდა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას ინფორმაციით, პირი, რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა, რამდენიმე დღით ადრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ მათ წუხელ, გვიან ღამით შეიტყვეს.

„ოჯახის ყველა წევრი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილია ანაკლიის საკარანტინო ზონაში. აღნიშნული პიროვნება სამეგრელოში იმყოფებოდა 28 მარტს და გადაადგილდებოდა ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის რაიონების ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური დამატებითი კონტაქტების გამოსავლენად“, – განაცხადა თამარ კვარაცხელიამ

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე – ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე ქარდაცვლილი ქალბატონის შესახებ