კორონავირუსის გამო საქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის” – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 34 ადამიანი რჩება