გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 34 ადამიანი რჩება

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 34 პირი რჩება.

კლინიკის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, აქედან 30 საქართველოს, ხოლო ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საქართველოს მოქალაქეებს შორის, შვიდი სამხედრო მოსამსახურეა.

ორი პაციენტის ნიმუში გადაგზავნილია ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, არც ერთის შემთხვევაში კორონავირუსი ლაბორატირიულად არ დადასტურებულა.

დავით ბარლიანი ამბობს, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეჭვი იქნა მიტანილი ორ პაციენტზე და აღებულია დღეს დილას ნიმუშები, ველოდებით პასუხებს. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძირითადად გამოხატულია დაბალი ტემპერატურა, გართულებებს ადგილი არ აქვს და შესაბამისად, ჩარევაც არ ხდება. იგეგმება მალე იმ პაციენტების გაშვება, რომელთაც 14 დღე შეუსრულდათ“ ,- განაცხადა გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გამო საქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია