კორნელი სალია: არ ვიცი, ერთ ღამეში რა შეიცვალა

“მ/წლის 15 ნოემბერს საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით, მინდა საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია, რადგანაც ვხედავ მცდელობებს ფაქტების არასწორად ინტერპრეტაციისა და გამიზნულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.

რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც მოხდა საკითხის ჩავარდნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, გახლავთ ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს მუხლობრივად კენჭისყრაზე, რამაც გამოიწვია მთლიანი საკითხის ჩავარდნა. არადა, ამ გზით შესაძლებელი იყო იმ საკითხის გაყვანა, როგორიცაა ბაღებისთვის თანხის გამოყოფა, რომელიც თეთრეულს, ჭურჭელს, საწოლებს, სათამაშოებს და წიგნებს უნდა მოხმარებოდა.

ხოლო, რაც შეეხება სადავო საკითხებს, რომელზეც ვერ მოხერხდა შეთანხმება განხილვა გაგრძელდებოდა კომისიების ფორმატში.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ წინა დღით გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე, თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს იგივე საკითხს, რომელზეც ახლა ასე დარდობენ და ჩვენსკენ იშვერენ ხელს… ( შეგიძლიათ იხილეო ვიდეო მასალა საკრებულოს ფეიზბუქ გვერდზე ) არ ვიცი, ერთ ღამეში რა შეიცვალა-წერს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია.

 

https://youtu.be/J7o5H5_Iz7o

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონის ეპარქიიდან გათავისუფლება ოფიციალურად დადასტურდა
შემდეგი სტატიასენაკის მერიის ხუთი უმოქმედო თვე – სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია