“კოფის განცხადებას მის პირად მოსაზრებად განვიხილავ, ოფიციალურად არ განიხილება”- გოგუაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ემერიკელი მკვლევარის ლუკ კოფის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სირიის დატოვების შემდეგ ამერიკული ჯარები საქართველოში უნდა განთავსდეს.
გოგუაძე აღნიშნულს ექსპერტის პირად პოზიციად განიხილავს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს ოფიციალურ დონეზე არ განიხილავს.

“საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ექსპერტი, რომელიც დროდადრო აკეთებს განცხადებას. ისინი გულშემატკივრის პოზიციიდან ყოველთვის ცდილობენ, რაღაც შესაძლებლობები, გზები მოძებნონ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიები. ამ შემთხვევაში ლუკ კოფის განცხადებას, როგორც მის პირად მოსაზრებას ისე განვიხილავ. ეს არ არის საკითხი, რომელიც ოფიციალურ დონეზე რამე განხილვის საგანი ყოფილა სახელმწიფოების დონეზე. ამიტომ, ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც მან “ტვიტის” სახით გამოქვეყნა, ამ ეტაპზე მეტი შეფასება უბრალოდ ვერ მიეცემა. საინტერესოა ასევე, ექსპერტებიც როგორ უპასუხებენ და როგორ განმარტავენ ამას”, – განაცხადა მან.

ნინო გოგუაძე ამბობს, რომ საქართველოს ინტერესში არის ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით იყოს მეტად დაცული.

“საქართველოს ინტერესშია, საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ქვეყანა მიისწრაფვის ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველო იყოს მეტად დაცული ნებისმიერი აგრესიისგან”.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : გვირჩევნია, საბიუჯეტო რესურსი სოციალურ პროგრამებზე, გზების მშენებლობაზე მივმართოთ და სამთავრობო შენობების აშენებაზე ნაკლები დავხარჯოთ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : იუსტიციის საბჭოში თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი