ნათია თურნავა : გვირჩევნია, საბიუჯეტო რესურსი სოციალურ პროგრამებზე, გზების მშენებლობაზე მივმართოთ და სამთავრობო შენობების აშენებაზე ნაკლები დავხარჯოთ

სამთავრობო ქალაქის აშენების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაანონსებულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენებას უკავშირდებოდა.

თურნავას თქმით, ბიუჯეტს ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები აქვს.

„დღეის მოცემულობით სხვა პრიორიტეტები გვაქვს. გვირჩევნია, ჩვენი საბიუჯეტო რესურსები მივმართოთ პენსიებისკენ, ხელფასებისკენ, სოციალური პროგრამებისკენ, გზების მშენებლობაში და ნაკლები დავხარჯოთ სამთავრობო შენობების აშენებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სამთავრობო ქალაქები ბევრ ქვეყანაში შენდება, თუმცა საქართველოში ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

„არის ბევრი ქვეყანა, სადაც მთავრობები ცალკე აშენებენ სამთავრობო ქალაქებს, რათა სტრუქტურები ერთად დასხდნენ, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : ეძებეთ პრობლემა ეროვნულ ბანკში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პროკურატურაში და ნუ გადაგაქვთ ისრები სხვაგან
შემდეგი სტატია“კოფის განცხადებას მის პირად მოსაზრებად განვიხილავ, ოფიციალურად არ განიხილება”- გოგუაძე