კოფერფილდი არ ვარ- მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროკურატურა სიცრუეში დაადანაშაულა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 26, 2018 16:08

კოფერფილდი არ ვარ- მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროკურატურა სიცრუეში დაადანაშაულა

მნიშვნელოვანი

  • მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროკურატურა სიცრუეში დაადანაშაულა

სხვა სტატიები

კოფერფილდი არ ვარ. იცით ვინ გამიხსნა ხელები მანქანაში? უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, და მითხრა, წადით აქედან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მტკიცებულებები მანქანიდან არ გაქცეულა, რადგან მოვლენები ფართოდ შუქდებოდა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროკურატურა სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ევროპრლამენტარების წინ სიტყვით გამოდიოდა და ინტერვიუებს წერდა, პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა და მხოლოდ პროკურატურისთვის იყო დამალული.

გარდა ამისა სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება პირადი მცველებისა და ტელეკომპანი “რუსთავი 2”-ის თანამშრომლის გატაცებაში დაადანაშაულა და ქმედებას ბანდიტური უწოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სატელეფონო ჩანაწერები დამონტაჟებულია და აუცილებელია, რომ მასზე საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდეს.

სასამართლო მოსმენაზე „ახლი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებას დაკავებული სევერიან დონღაძის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის გადაცემა სურს, თვითონ კი რეადმისიის შესაბამისად, პოლონეთში უპირებენ გაგზავნას.

„მათ თავიდან განაცხადეს, რომ თუ არ დამაკავებენ, რუსეთის ფსბ მომკლავდა, თუმცა ბოლო დღეები დასავლეთის ქვეყნების საელჩოებს ეუბნებიან, რომ ჩემი მოკვლა არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ნაციონალისტებს სურთ. მათ ეშინიათ ჩემი უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობის, იმპიჩმენტის ახალი მარშების და შესაძლოა სურთ, რომ ქვეყნიდან წავიდე. ბრალდების მხარეს რეალურად არაფერი აქვს, მათ უნდათ რომ დავიმალო, მაგრამ ეს არასდროს მოხდება და ბოლომდე დავიცავ ჩემს და ჩემი თანამებრძოლების უფლებებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 26, 2018 16:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics