კამათი ჯანგირაშვილსა და კობახიძეს შორის -“ასეთი 5 ხაზი თქვენ გაქვთ?”

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე მედია ორგანიზაციებისა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, მცირე ხმაური იყო. შეკამათება ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს შორის მოხდა:
„თქვენ ახლა გიჭირავთ 5 ხაზიანი ცარიელი ფურცელი, ასე სერიოზულად არ საუბრობენ. ჩაშლილი მონაცემები გვაჩვენეთ, რა მოგაწოდათ მარეგულირებელმა კომისიამ, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ პრაქტიკულად, ტყუილში დაგვდოთ ბრალი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვცრუობთ. თქვენ დასვით კითხვა, რა მოხდა ბაზარზე, ისეთი კატასტროფა, მე გეტყვით, რაც მოხდა. რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შემდეგ დრამატულად დაიკლო ბაზარმა,“- მიმართა ნინო ჯანგირაშვილმა ირაკლი კობახიძეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ მსჯელობა არგუმენტებით უნდა იყოს განმტკიცებული.
„მე წარმოგიდგინეთ 5 ხაზი, რომელიც აჩვენებს, რომ არის ზრდა, ასეთი 5 ხაზი თქვენ გაქვთ? არგუმენტებით გვჭირდება მსჯელობა, როცა მოდის ვეტო და მერე თქვენც იგივეს ამტკიცებთ და აქ რომ წერია, რომ რაღაცა არის კლებადი, როცა არის ზრდადი, მაგაზე დავიწყე ლაპარაკი” განაცხადა კობახიძემ.

 

https://youtu.be/hsfnjYFgnME

 

 

banner
წინა სტატიაშიპანკისის სპეცოპერაცია და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – უხუცესები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიაკოფერფილდი არ ვარ- მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროკურატურა სიცრუეში დაადანაშაულა