კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებზე დასკვნით ეტაპზეა

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასკვნით ეტაპზეა.

ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში იქნება.

“ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას გამოაცხადებს. ჩემი საკითხიც, რა თქმა უნდა, პრემიერის გადასაწყვეტია, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალ შემადგენლობაში ვიქნები”,- განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა.

პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის სპიკერად ირაკლი კობახიძე, ხოლო ვიცე სპიკერებად თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი და ზვიად ძიძიგური დასახელდნენ. ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად არჩილ თალაკვაძე დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსი გახსნა
შემდეგი სტატიასაქართველოში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს