საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს

სინოპტიკოსების ცნობით ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთში +18 გრადუსს მიაღწევს.

უნალექო ამინდი 11 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-11 ნოემბერს +22-24 გრადუსს მიაღწევს. თუმცა ამ პერიოდში აღმოსავლეთ და სამხრეთ მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ყინვა.

რაც შეეხება თბილისს, ორშაბათს +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 8 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ტემპერატურა +20-22 გრადუსს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაშიკონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებზე დასკვნით ეტაპზეა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: პოსტებზე ჩვენი გადანაწილება სრულ თანხვედრაშია ჩვენს მიზნებთან