კონსტიტუციის დარღვევას არავის გავუტარებთ, პრეზიდენტს მთავრობისაგან ნებართვა არ აქვს, დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს – ზარქუა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არსებობს, ჩვენ პრეზიდენტი იმისთვის ავირჩიეთ, რომ კონსტიტუციის გარანტი ყოფილიყო, ჩვენ არ აგვირჩევია პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევი იქნება. შესაბამისად, მმართველი პარტიის რეაგირება არგუმენტირებული და ადეკვატური, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევის უფლება არავის აქვს.

„გახსოვთ, პრეზიდენტზე რადიკალური ხელმოცარული ოპოზიციის თავდასხმები.ზოგი რა სიტყვებით მოიხსენიებდა, მერიდება კიდეც, ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ, ვერ გავახმოვანებ – ეძახდნენ უბედურებებს, მაგრამ დღეს მათი მხარდაჭერის ობიექტი გახდა. ლამის ვარსკვლავ ქალბატონად აქციეს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით ქალბატონი სალომე ადეკვატური და კონსტიტუციის დამცველი ვერ გახდება, არც ზნეს და ჩვევას შეიცვლის. როდესაც მთელი ქვეყანა, მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამ დროს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ არ იმსახურებს. ამით ამ ხელმოცარულთა ნარატივს აძლიერებს. ეს არის მკაფიო გზავნილი მმართველი პარტიისგან, რომ არავის მათ შორის პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა არ შერჩება. ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს. იქნება კარგი ლუსტრაცია, თუ როგორ დაიწყება ხელმოცარულების ვაჭრობა – აბა, სააკაშვილი გამოუშვი და იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ, არ გამოუშვებ და ჩამოგაგდებთ. არც ერთმა არ იცით, რა მოლაპარაკებებია ფარულად, კარს მიღმა. კონსტიტუციის დარღვევას არავის გავუტარებთ – პრეზიდენტს მთავრობისაგან თანხმობა, ნებართვა არა აქვს, დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს, აქ კი მოვისმინეთ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას თურმე არ იმსახურებს. როდესაც პრეზიდენტი ევროპულ ვოიაჟს ასეთი განწყობით აანონსებს, მიუღებელია“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიკატეგორიულად ვამბობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს – ელისაშვილი
შემდეგი სტატიაევროინტეგრაციის გზაზე ვინმემ რამე წინ გადადგმული ნაბიჯი თუ განახორციელა და ხელშესახები გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მის ხელისუფლებასთან ერთად, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს – კალაძე