„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს გადაწყვეტილება მრავალკვირიანი კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ”, – განაცხადა ძიძიგურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიაში ძიძგური, დეპუტატი აცხადებს, რომ ამ თემაზე კონსულტაციები გრძელდება.

„სიაში ყოფნასთან დაკავშირებით ასევე მაჟორიტარებზე გაიგებთ მას შემდეგ, როცა პრეზენტაციას მოახდენს „ქართული ოცნება”. „კონსერვატიული პარტია“ რჩება კვალიფიციურ პარტიად, წარმოდგენიული იქნება პარლამენტში და აქტიურად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ჩარკვიანი რჩეულიშვილების ოჯახს მიმართავს
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ მოყოლია