არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ მოყოლია

ძლიერი მიწისძვრა საქართველოში. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან 10 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

“მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ჯავახეთის ქედზე, თბილისიდან დაახლოებით 72 კილომეტრი ეპიცენტრული მანძილი. მაგნიტუდა 4.8-ს შეადგენდა, თბილისში კი მისი სიმძლავრე 3-4 ბალს შეადგენდა,” – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე.

სეისმოლიგიურ ცენტში აცხადებენ, რომ არ გამორიცხავენ ბიძგების განმეორებას, თუმცა ის ნაკლები სიძლიერის იქნება.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, საქართველოში მიწისძვრა 14.14 საათზე დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაში„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიაიტალიის სამხრეთით ორი მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა