კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი ენმ-ის მიერ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერას მიესალმებიან

ამერიკის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას მიესალმებიან. ამ თემაზე მათ “ამერიკის ხმასთან” ისაუბრეს.

მათი თქმით, შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს წარმოადგენს.

“როგორც კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, მივესალმებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. შეთანხმება წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს და ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, მხარი დაუჭირონ წინსვლის საერთო გზას”, – აცხადებენ კონგრესმენები.

“ამერიკის ხმასთან” ფაქტი სენატორმა ჯიმ რიშმაც შეაფასა და თქვა, რომ ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუ იქნება, მივმართავთ
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტები და მესამე სექტორი სამოქალაქო საარჩევნო კომისიას აფუძნებენ