სამოქალაქო აქტივისტები და მესამე სექტორი სამოქალაქო საარჩევნო კომისიას აფუძნებენ

“საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” და “მოძრაობა “სირცხვილიას” ინიციატივით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო კომისია იქმნება.

როგორც “სირცხვილიას” აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, კომისიის მიზანი არჩევნების საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება იქნება.

“ამ მიზნით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ: წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი, მათზე რეაგირება; არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება; არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის”, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, კომისიას ექნება ვებგვერდი cec.org.ge, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ასევე საარჩევნო ოქმები აიტვირთება.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენები კინზინგერი და კონოლი ენმ-ის მიერ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერას მიესალმებიან
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩს შეხვდა