კომპანიას, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს ენმ კორუფციაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობა” იმ კომპანიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს, რომელიც ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებაში მონაწილეობს. პარტიაში ვარაუდობენ რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას.

ენმ-ს ინფორმაციით, ქობულეთში ნაპირ სამაგრი სამუშაოებისთვის ერთი მილიონ ლარი დაიხარჯა. ტენდერის გზით თანხა კომპანია “შარა-გზა-მშენ პირველმა” მიიღო, სამუშაოები კი საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის კომპანიას შპს “ჯორჯ ტრანსს” დაუკვეთა. ეს გარემოებები კი ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ქობულეთის ბიუჯეტით ივანიშვილის ვალებს ისტუმრებენ.

„ამ კომპანიის უკან აღმოჩნდა კომპანია ჯორჯ ტრანსი, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდ ადამიანებს და კომპანიას, რომლებმაც ციხისძირიდან ივანიშვილს რამდენიმე ხე აჩუქეს და თქვენ გახსოვთ ალბათ ის მოვლენები რომლებიც განვითარდა ციხისძირში საკრებულოს წევრების ცემის ფაქტები. სწორედ ეს დაუფასა ბიძინა ივანიშვილმა, აჭარის მთავრობამ, რიჟვაძის მთავრობამ და შესაბამისად ქობულეთის მერიამ შავიშვილებს. ეს გახლავთ ტენგიზ შავიშვილი და მისი ძმა და 1 074 999 ლარად მოგებული ტენდერის უკან აღმოჩნდა შავიშვილების კომპანია,“-განაცხადა”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რევაზ ხარაზმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ახალი სუპერკომპიუტერის Aurora შექმნა დაიწყო
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლს ეწვევა