სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლს ეწვევა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 10:12

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვემო ქართლს ეწვევა, რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ საწარმოებს ესტუმრება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში სალომე ზურაბიშვილის სტუმრობის მიზანი, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

დაგეგმილია პრეზიდენტის მარნეულში, სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობის „მზა ჩითილის“ მონახულება, ბოლნისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, ბოლნისის გერმანული უბნის – კატერენენფელდისა და ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერება.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობის სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 10:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,676
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics