კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე წყალარინების მაგისტრალური კოლექტორის განზრახ დაზიანების ფაქტზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალარინების მაგისტრალური კოლექტორის გეგმიური დათვალიერების დროს, გამოვლინდა ვანდალური ფაქტი – კერძოდ, დაფიქსირდა წყალარინების 1000 მმ-იანი მაგისტრალის განზრახ დაზიანება.

ამოტეხილია ბეტონის კოლექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი, საიდანაც ამოედინება წყალი. დაზიანების ადგილას ხელოვნურად მოწყობილია ტბისკენ მიმართული არხი.
მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის შემთხვევა კომპანიამ გასულ პერიოდებში, არაერთხელ დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მომხდარის ფაქტის გამოძიების მიზნით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ასევე ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო.

აღნიშნულის გამო კომპანიას არსებითი მატერიალური ზარალი მიადგა. არსებულ დაზიანებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საკუთარი ძალებით აღადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოფელ სანავარდოში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა
შემდეგი სტატიათურქები მთავრობას სთხოვენ უარი თქვას ევროკავშირში შესვლაზე