“კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს” – ეკა ბესელია

„მე კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც ასეთ გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის იმიტომ, რომ ბუმერანგის პრინციპი გაიხსენოს,“ – ასე უპასუხა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც მანამდე ყოფილ თანაგუნდელს ურჩია, აქციები გიგი უგულავასთან და შალვა შავგულიძესთან ერთად გამართოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ კობახიძეს წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა და მიუთითა, რომ წინა ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს ის შეშინებული ადევნებდა თვალს.

ირაკლი კობახიძესა და ეკა ბესელიას შორის მწვავე დაპირისპირება ისევ გრძელდება. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს ტელეკამერებთან კვლავ აკრიტიკებენ.

„სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, როდესაც ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, კობახიძე, ალბათ, დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს სადღაც მიმალული ადგილიდან. მე ვისთან ერთად დავდგები და სად დავდგები, ამას ისევ შორიდან შეხედავს, მაგრამ ისევ შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში2012 წლის ივნისში, საქართველოში ვიზიტის დროს, ჰილარი კლინტონს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ნამდვილად უმზადებდნენ – Judicial Watch
შემდეგი სტატიაგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო