კობახიძე ზურაბიშვილზე: პასუხი უნდა იყოს სათანადო დოზით მკაცრი

„პრეზიდენტთან ჩვენ საერთოდ არანაირი პოლემიკა არ გვქონია და არც დღეს გვაქვს სურვილი, რამე პოლემიკაში შევიდეთ. ეს არ არის ჩვენს ინტერესებში, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი გამოდის და რაღაც ბრალდებას უსამართლოდ გიყენებს, შენ უნდა უპასუხო. როდესაც შენ პრეზიდენტს პასუხობ, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება ჩათვლილი პრეზიდენტზე თავდასხმად. როდესაც ის გაბრალებს რაღაცას და შენ პასუხობ, ეს არის ჩვეულებრივად პასუხი. იგივე, როდესაც ევროპარლამენტარები გეუბნებიან, რომ გვარამია და სააკაშვილი უნდა გაუშვა, კეზერაშვილი და აქეთ ივანიშვილი უნდა დასაჯო, ამაზე პასუხის არგაცემა რა არის, ღირსების საქმეა ხომ ეს ყველაფერი?! რანაირად შეიძლება, ამას არ უპასუხო და მეორე, როცა პასუხობ, როგორ შეიძლება, ამას რბილად უპასუხო, როდესაც რეზოლუციაში ამ ხარისხის უსამართლობა წერია?! სხვათა შორის, ზურაბიშვილმა თვითონაც უმძიმესად გააკრიტიკა ეს რეზოლუცია. თქვა, რომ არის უამრავი დაუსაბუთებელი ბრალდება, არის ტექნიკური ხარვეზები და ა.შ. ამაზე მეტი კრიტიკა რა უნდა იყოს?! უმძიმესად გააკრიტიკა თვითონ ზურაბიშვილმა ეს რეზოლუცია და მერე ჩვენ აგვიკრძალა ევროპელების კრიტიკა. ნუ, რანაირად ახლა, თუ ვიღაც არის უსამართლო და თან, ასე უხეშად უსამართლო, ბუნებრივია, ამას პასუხი სჭირდება და თუ უსამართლობა უხეშია, ამ შემთხვევაში პასუხი უნდა იყოს სათანადო დოზით მკაცრი“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში რუმინეთის დახმარების იმედი ჰქონდეთ – პრეზიდენტი იოჰანის
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტის რეზოლუცია ცალსახად იყო არა მარტო პრობლემური, არამედ პირდაპირ ხელყო ევროკავშირის ღირსება