კობახიძე – მოსამართლეობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედეთ

კანდიდატებს მოვუსმინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება 9-დან 6 მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედეთ, – ამ შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა იყო, რომ კომიტეტზე თითოეული კანდიდატისთვის მოესმინათ.

„ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა ერთი მარტივი სექტა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, კომიტეტზე მოგვესმინა თითოეული კანდიდატისთვის. კანდიდატებს მოვუსმინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება 9-დან 6 მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედეთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ტრადიციულად მოქმედებენ ასეთი პასუხისმგებლობის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ძალებს, რომლებიც დღეს ცდილობდნენ პარლამენტის საბოტაჟს
შემდეგი სტატიაკგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს – უჩა ნანუაშვილი ლაშქარავას საქმის გამოძიებაზე