კობახიძე – პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ძალებს, რომლებიც დღეს ცდილობდნენ პარლამენტის საბოტაჟს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს და ეკლესიას.

მისივე თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ შორის იმ ძალებსაც, რომლებიც დღეს ცდილობდნენ პარლამენტის საბოტაჟს.

„მხოლოდ და მხოლოდ მათ დაეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მათ შორის იმ არეულობისთვის, რომელსაც მუდმივად უწყობენ ჩვენს ქვეყანას. ეს დასრულდება, ვერავითარი არეულობა მათი ხელიდან ჩვენს ქვეყანაში ვერ შეიქმნება“, – განაცხადა კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

ამასთან, კობახიძის თქმით, 100 წლის წინანდელ ბოლშევიკურ რეალობაში საქართველო არ დაბრუნდება.

გუშინ ბოლომდე გამოამჟღავნეს საკუთარი თავი ამ მიტინგზე ანტიქრიასტიანულმა და ანტისახელმწიფოებრივმა ძალება, როდესაც ჩვენ ვისმენდით ისეთ ფრაზებს, როგორიც არის -„მღვდლები უნდა გავკრიჭოთ და სახლებში გავუშვათ“, 1921 წლის შემდეგ ასეთი ფრაზა არ გაუგონია არავის ამ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც ჩაქუჩებით და უროთი ანგრევდნენ ეკლესიებს, კრეჭდნენ მღვდლებს და სახლებში უშვებდნენ. ეს მოვისმინეთ გუშინდელ აქციაზე, ერთ-ერთი „ჟურნალისტის“ მხრიდან. 100 წლის წინანდელ ბოლშევიკურ რეალობაში საქართველო არ დაბრუნდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ტვიტერმა” რომან პროტასევიჩს ახალი აკაუნტი დაუბლოკა
შემდეგი სტატიაკობახიძე – მოსამართლეობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედეთ