კობახიძე: ევროპელი პოლიტიკოსები არიან გათავხედებული

რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უფრო ნაკლებად მოვისმენთ ჩვენ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.

დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები არიან გათავხედებული სწორედ იმის გამო, რომ არის რაღაც სიცრუის ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და ამას ემსახურება სწორედ ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით.

არ შეიძლება, რასა [იუკნევიჩიენე] იყოს ევროპის სახე. რასა, რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება, ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდნენ ევროკავშირს.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. დღეს ევროპარლამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. დღის განმავლობაში ევროპარლამენტარებმა გააკეთეს განცხადებები და ოცნება კანონის ინიციირების გამო გააკრიტიკეს.

banner
წინა სტატიაში“სანქციები ივანიშვილს, ოცნების დეპუტატებს” – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი კანონზე
შემდეგი სტატიალატვიის საპატიო კონსულების ჩამონათვალში ოდიშარია აღარ იძებნება