კობა ხაბაზი: ეს საქმე უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოიძიეს და საქართველოს სპეცსამსახურები საქმის კურსში ჩააყენეს

ხელისუფლებამ როგორც იქნა მოიფიქრა მესიჯბოქსი, რომელსაც თუთიყუშებივით იმეორებენ მაღალჩინოსნები – “მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ დროულად აღკვეთა რუსეთის მიერ დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობა”.

არადა ეს საქმე უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოიძიეს და საქართველოს სპეცსამსახურები საქმის კურსში ჩააყენეს.
ცხადზე ცხადია, რომ საქმეს სისრულეში თუ მოიყვანდნენ, უკრაინის სპეცსამსახურები სიმართლეს იტყოდნენ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ივანიშვილის სუსი იძულებული გახდა ტერორისტი დაეკავებინა.

რომ არა უკრაინელები, დარწმუნებული ვარ ეს საქმე არა თუ არ გახმაურდებოდა, უფრო მეტიც, სუსი ტერორისტს დავალების შესრულებაში დაეხმარებოდა.

არ მითხრათ ახლა რაში აწყობდა ხელისუფლებას ეს მკვლელობაო, ხომ არ დაგავიწყდათ ამერიკელი კონგრესმენების საგანგაშო წერილი?
“საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, პუტინის ახლო მოკავშირეა და მისი დავალებით, საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს”-წერს კობა ხაბაზი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია სპორტული კომპლექსისი და სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას გაეცნო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ალაპარაკებით იმუქრება