,,კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე რაღაც დოზით საჭირო იყო, თუმცა იყო თუ არა შეცდომა, ამის შეფასება გამიჭირდება”

კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე რაღაც დოზით საჭირო იყო, თუმცა იყო თუ არა შეცნობა, ამის შეფასება გამიჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„2012 წლის ბევრი მიღწევისგან ერთ-ერთი იყო არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. გვახსოვს, რომ იქამდე ამის გაკეთება რეალურად შეუძლებელი იყო მღელვარების გარეშე. კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე ალბათ, რაღაც დოზით საჭირო იყო, თუმცა იყო თუ არა შეცდომა, მართლაც გამიჭირდება შეფასება, რადგან ექვსი წელი, რაც მე ვმსახურობ ჯანდაცვის მინისტრად, ჩემი დროის პრაქტიკულად ასი პროცენტი მიაქვს მიმდინარე პროექტების მართვას”, – განაცხადა სერგეენკომ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო.

banner
წინა სტატიაში,,400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ – ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში”
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ტურისტების მიმართ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები მიუღებელია