აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ტურისტების მიმართ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები მიუღებელია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მოსაზრებით, ბოლო პერიოდში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით ასტრალშია გასული.

ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი ზოიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლაზე ისაუბრა.

„იმ ადამიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სანახავად ჩამოდიან, ქართული ტრადიციების თანაზიარნი არიან და ქვეყნის თაობაზე სიტყვა საზღვრებს გარეთ გააქვთ. ასეთი გამონათქვამები მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისგან და მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტისგან”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ „არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“.

banner
წინა სტატიაში,,კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე რაღაც დოზით საჭირო იყო, თუმცა იყო თუ არა შეცდომა, ამის შეფასება გამიჭირდება”
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად ჯემალ გახოკიძეს უშვებს?