კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი მივიდა

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ზურაბიშვილის თქმით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ჯერჯერობით ისევ მძიმეა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ექიმების მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.

„შედეგი არის საშინელება. დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმეა“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი – “ოცნების” შეთავაზება ოპოზიციას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი : ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, რა შუაშია პოლიტიკა