კიევის მერი: ობოლონში კორპუსზე ჭურვის მოხვედრის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი

კიევის მერის ინფორმაციით, დღეს დილით, ობოლონში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი მოხვდა და განახლებული მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 10, ხოლო სახლიდან 70-მდე მაცხოვრებელი ევაკუირებულია.

და ამისა, ცოტა ხნის წინ, კურენივკაში რაკეტის ნამსხვრევები დაეცა გზაზე. დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაზიანდა მიმდებარე სახლების აივნები და კომერციული ფართები პირველ სართულებზე.
ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას სიმართლე, რომ დღეს ბრძოლა მარტო სამხედრო მოქმედებებში არ გამოიხატება, ეს არის ღირებულებებით ბრძოლა
შემდეგი სტატიამდინარაძე: მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს