ხვიჩია – ვერ დავადგინე ჩვენს რეიტინგს რატომ არ ზომავენ – ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ

“გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას შეფასებით, IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა არაკვალიფიციურად არის ჩატარებული და მთავარი პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კვლევები არასწორად ტარდება, საზოგადოებაში არასწორ ვნებებს აღძრავს, აშშ-ის ინტიტუტებს კი რეპუტაციულად აზიანებს.

იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, გამოკითხვის ფარგლებში რატომ არ არის “გაზომილი“ მათი პარტიის არც ერთი წარმომადგენლის რეიტინგი.

“ვერასდროს დავადგინე ჩვენ რატომ არ გვზომავენ. ინდივიდუალურად ისეთი ხალხია გაზომილი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია და ტელევიზორში არც ჩვენზე ხშირად ჩანს – ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. წინა კვლევაში მაგალითად გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ – არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ხდება და ხდება არაკვალიფიციურად. გამოკითხულთა 65% ამბობს, “არ ვიცი“, “არ გადამიწყეტია“. მეტი რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ კვლევები არაკვალიფიციურია.

არაკვალიფიციური კვლევები კი პესიმიზმს აჩენს აშშ-სა და მათი ინსტიტუციების მიმართ. მოვუწოდებდი, საქმეს ბევრად კვალიფიციურად მოეკიდონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიივანე ჩხაიძე – ჯანმო აკვირდება მუტაციებს და თვლის, რომ აპრილში ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციისა და პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის პროცესს გაეცნო