ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ იზრდება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა და შემდეგ ეს აისახება არჩევნებში, რაც პროევროპული პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს – გოცირიძე

ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ იზრდება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა და შემდეგ ეს აისახება არჩევნებში, რაც პროევროპული პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, „მოქალაქეებს თუ უნდათ, რომ ქვეყანა სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, ის პარტია, რომელსაც ეს არ უნდა, არ იქნება მხარდაჭერილი“.

„ეს არის მთავარი ირიბი სიგნალი. რაც შეეხება პარტიების მიმართ ნდობის შემცირებას, არც არის გასაკვირი. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიხედვით, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე სახელისუფლებო მიმართულებით,მაგრამ როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს სურათი, საქართველოში ახალი პარტიები ერთ და ორ დღეში ვერ გამოიჩეკებიან. ამიტომ, ეს პარტიები, ოპოზიციურ ფლანგს ვგულისხმობ, უნდა გაჯანსაღდნენ, თუ გვინდა, რომ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მივიღოთ, რომელიც შემდეგ გარანტიას მოგვცემს, რომ შევქმნათ კვალიფიციური უმრავლესობა“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 25% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა პრორუსულია – IRI
შემდეგი სტატიაეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს – ხაბეიშვილი IRI-ზე