ყველას გვესმის, რომ დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება – იოსელიანი გინტურის მკვლელებზე

სახალხო დამცველი კირბალში იმყოფებოდა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შეხვდა. ლევან იოსელიანი დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა დამნაშავეების დასჯას ეჭვქვეშ აყენებს:

“დავინტერესდი უსაფრთხოებს გარემოთი ამ სოფელში. ვხედავთ, რომ პოლიცია პატრულირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ მოკლე დროში ეფექტურად ოჯახის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დამნაშავეების დასჯაზე რა მოგახსენოთ, ყველას გვესმის, რომ ეს ასეთი მარტივი არ იქნება გამომდინარე გასული ამბებიდან რაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობებს უკავშირდება და არც ერთი მათგანი ჯერჯერობით არ არის სამწუხაროდ დასჯილი” ამბობს იოსელიანი.

ომბუდსმენი დღეს ლევან დოთიაშვილის ოჯახშიც იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიხორვატიის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – როგორც იქნა, საქართველოსთან დაკავშირებით გამოსწორდა უსამართლობა, ვიმედოვნებთ, დეკემბერში შეგვეძლება სტატუსის ერთად აღნიშვნა
შემდეგი სტატიაკობახიძე – არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რომ დავწიოთ ბარიერი