ყველა სასიცოცხლო, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხში დავით არახამია გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას – ცისკარიშვილი

ყველა სასიცოცხლო, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხში დავით არახამია გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას – „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები დროზე მოეგონ გონს, გაარჩიონ ბოროტი და კეთილი, კარგი და ცუდი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

კერძოდ, მან უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის ხმის” თავმჯდომარე, დავით არახამიაზე ისაუბრა და პრემიერის მიერ მისი მისამართით გუშინ გაკეთებულ გაცხადებებზე. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „ჩვენი მეგობრები კიევში მიეჩვივნენ მოღალატეების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებებს და ეპითეტებს“.

“ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ეროვნებით ქართველი უკრაინელი პოლიტიკოსი, არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაცია, უსაფრთხოების ქოლგა, ის, რომ რუსეთის გუბერნია არ გავხდეთ. ყველა სასიცოცხლო, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხში არახამია გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას.

ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კიევში მიეჩვივნენ ამ მოღალატეების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებებს და ეპითეტებს. მათ ვერ წარმოუდგენიათ რუსეთის ორბიტიდან მოწყვეტა. ანუ, „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში სხედან, აგრძელებენ პუტინის რეჟიმი პოლიტიკას. როდესაც თვითონ რუსეთში საუბრობენ რუსეთის დამარცხებასა და პუტინის რეჟიმი დასრულებაზე, ამ ადამიანებისთვის აქ, „რუსულ ოცნებაში“, „ქოცებში“ წარმოუდგენელია ეს როგორ მოხდება. ძალიან მალე ბატონებო. ძალიან მალე შეიცვლება ჩვენს რეგიონში ყველაფერი. მოემზადეთ იმ ვითარებისთვის, როდესაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მოსკოვში უფრო პროდასავლურად განწყობილი ხალხია კრემლში, ვიდრე დღეს თბილისში. ეს რეჟიმი მოსკოვში შეიცვლება. შემდეგი ხელისუფლება, რომელიც არ უნდა მოვიდეს, აუცილებლად შეეცდება დაიწყოს საუბარი დასავლეთთან, მოახდინოს იმ ტერიტორიების დეოკუპაცია, სადაც გასულ წელს პუტინი შეიჭრა.

თბილისში, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან“რუსული ოცნების“ წარმომადგენლები დროზე მოეგონ გონს, გაარჩიონ ბოროტი და კეთილი, კარგი და ცუდი, ისაუბრონ იმ ხალხთან, იმ პარტნიორებთან იპარტნიორონ, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა“,- აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მისივე შეფასებით, „რუსული ოცნების ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ატარებენ საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს“.

„ჩვენ როგორც ოპოზიცია ჩართული ვართ, ჩვენც გვისმენენ. ჩვენ ვიცით, რომ დღეს არის „ქოცი“, მაგრამ ხვალ არ იქნება. საქართველო კიდევ მარადიული ცნებაა, აქედან გამომდინარე საქართველომ უნდა მიიღოს ყველა სარგებელი, თუნდაც კანდიდატის სტატუსი, რათა წინ წავიწიოთ და გავხდეთ ნატო-ს წევრი, შემდეგ ევროკავშირის წევრობა, როდესაც „ქოცების“ არსებობა ისტორიკოსების შესაფასებელი იქნება. ამ პერსპექტივით უნდა ვუყურებდეთ იმ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებული იქნება“,- აღნიშნავს ცისკარიშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
შემდეგი სტატიადავით არახამია უკრაინის ინტერესებს არ ემსახურება, რასაც მთელი მსოფლიო მალე ნახავს – ზარქუა