ხურჩა – ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან წვევამდელი დაიჭრა

ხურჩა – ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე წვევამდელი დაიჭრა. კობა გეთიას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სამედიცინო დაწესებულება კომენტარს არ აკეთებს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმთელობის დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი პრეზიდენტი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, რაღაც ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა – გოცირიძე
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო გამოყენებული შესაძლებლობა, რომ საქართველოს პრობლემები მიგვეტანა გაერო-ს წინაშე