ჩვენი პრეზიდენტი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, რაღაც ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა – გოცირიძე

ჩვენი პრეზიდენტი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, რაღაც ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა – ასე ეხმაურებ აფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას. გოცირიძის თქმით, ზურაბიშვილმა რუსეთი მხოლოდ ტურისტებთან მიმართებაში ახსენა.

„საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან იღაღადა გლობალურ დარდებზე. ძალიან დარდიანი გამოსვლა იყო, განსაკუთრებით მომეწონა, როცა მან რამდენჯერმე ახსენა ფაუნა და ფლორა. ახსენა ოკუპაცია, მაგრამ არ ახსენა ოკუპანტი. ახსენა ომი, მაგრამ არ ახსენა, რომელი ომი და ვისთან. ეს იყო სრულიად კაპიტულანტური გამოსვლა და მორჩილი, გაუბედავი საუბრები.

შევადაროთ, რა ისაუბრა ზელენსკიმ, რომელიც ტრიბუნაზე ტყვიით გამოვიდა. ადამიანი, რომელიც სიმბოლურად აჩვენებდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მკვლელი და ხელში 7.62 მილიმეტრიანი კალაშნიკოვის ტყვიით წარდგა გაერო-ს ტრიბუნაზე. ჩვენი პრეზიდენტი კი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, რაღაც ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა 28 წუთიდან 25 წუთი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დიდი ტრიბუნა ვერ იქნა და არც იქნება გამოყენებული ამ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსოფობია არ არის, ქვეყანაში ანტისაოკუპაციო განწყობაა
შემდეგი სტატიახურჩა – ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან წვევამდელი დაიჭრა