ხუნდაძე – ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუ ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, როგორ უნდა ვიყოთ ევროპასთან ასოცირებული?!

თავად ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუკი ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული, ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომ „თვალყური გვადევნეთ, რა პასუხი იქნება ჩვენი მხრიდან“.

ხუნდაძის განცხადებით, უნდა შევეშვათ შევეშვათ შიშებს,გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გავასაჯაროოთ „შავი ფული”, რომელიც სწორედ ასეთ ზეწოლებს ემსახურება.

„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ყველაფერს რუსულს არქმევთ, ასეთ საკითხებზე გაგცემთ ევროპულ პასუხს, მაგალითად, რა თქვა მაკრონმა, საფრანგეთი არ არის ამერიკის ვასალი, საქართველოც არავის ვასალი არ არის. საქართველოს უნდა პარტნიორული ურთიერთობა და საქართველო იყენებს თავად ევროპაში დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამიტომ, ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუკი ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული, ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა კონკრეტულად დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია. ასე რომ, შევეშვათ შიშებს, გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გავასაჯაროოთ “შავი ფული”, რომელიც სწორედ ასეთ ზეწოლებს ემსახურება. საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. გუშინ ჩვენ 9 აპრილი აღვნიშნეთ და ქართულ საზოგადოებას, მითუმეტეს ახალგაზრდებს, სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ისევ თავიდან დასაცავი გახდეს, ვისგან ეს უკვე სხვა საკითხია, მთავარია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში დასაცავი არ უნდა გახდეს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – იმედი მაქვს, გერმანიაში, ჩვენი ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა
შემდეგი სტატიასამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება