ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ გახარიას სააკაშვილი „ჩაუდოს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გიორგი გახარიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, გახარიას სააკაშვილი ჩაუდოს, რაც ძალიან დიდი სიბრიყვეა.

„მათ შეხვედრაში არანაირი ლოგიკა არ არის. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, რომ გახარიას სააკაშვილი „ჩაუდოს“, მაგრამ ეს ძალიან დიდ ბრიყვებზეა გათვლილი. აგიხსნით რატომ? დამერწმუნებით, რომ არც სააკაშვილი და არც გახარია იდიოტები არ არიან. საქმე იმაში გახლავთ, რომ ორივესთვის დამაზიანებელია ასეთი შეხვედრა. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილის ამომრჩევლისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის გახარია „თვალთხარია“ არის.

შესაბამისად რბილად, რომ ვთქვათ, სააკაშვილს ამ ტიპის კომუნიკაციას თავისივე ამომრჩეველი არ მოუწონებს და ამით დაზიანდება, ისევე, როგორც გახარიას ამომრჩევლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილი. ასეთი ტიპის შეხვედრებს აზრი აქვს მაშინ, თუ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, მაგრამ თუ ისინი ერთმანეთს ასუსტებენ და პრობლემები ექმნებათ ამის გამო, არ მესმის, რა პოლიტიკური მოტივით შეიძლებოდა გასჩენოდათ შეხვედრის სურვილი.

პირიქით, ისინი მუდმივად უნდა ახდენდნენ დისტანციის დემონსტრირებას. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად მოგონილი თემა, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია არ აქვს. მას აქვს დალაგებული მატრიცა, რომ „ვინც ჩემთან არ არის, ყველა არის ჩემი მტერი“. მტერი ვინ არის? მიხეილ სააკაშვილი ანუ „ვინც ჩემთან არ არის ყველა სააკაშვილთან არის“.

ცდილობს, რომ ყველა, თავისი ოპონენტი, კრიტიკოსი „შეტენოს“ სააკაშვილის ბანაკში და ამ სტრატეგიით დაამარცხოს ყველა. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის ძალიან ცინიკური მიდგომა. როდესაც შენ, საკუთარ ამომრჩეველს თავში სისულელეს უტენი, რამდენად გეჯავრება საკუთარი ამომრჩეველი, ხომ? ამ ადამიანებს პატივს კი არ სცემენ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მინდა ვკითხო, არ უტყდებათ, რომ ირაკლი კობახიძეს ბრიყვი ჰგონია მთელი საქართველო, მიდიან და მერე კობახიძეს აძლევენ ხმას? ეს ყველაფერი არასერიოზულია,”- განაცხადა ხუხაშვილმა

 

banner
წინა სტატიაში“მოხარულები ვიქნებით, ვნახოთ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ “
შემდეგი სტატია„ლიბერთი ბანკი“ – ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ამ თემის პრეისტორია