“ყოველთვის რთულია ემოციის კონტროლი” – ეკა ბესელია პრემიერზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრემიერისა და ენმ-ს წევრის ნიკა მელიას გუშინდელ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, ემოციების კონტროლი ყოველთვის რთულია და ძნელია პრემიერს მოთხოვო ზღვარგადასულ ვითარებას უემოციო სახით უყუროს.

“რთულია ემოციის კონტროლი ყოველთვის, მე მესმის და პრემიერს ყველაზე მეტად, რომ მას აქვს ყველაზე მეტი თმენის ვალდებულება და ეს აჩვენა გუშინ, მაგრამ არის ზღვარი, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს. ეს არის ზღვარი, რომელიც გადის ადამიანის ღირსებაზე როდესაც ასეთი ზღვარგადასული ვითარება იქმნება პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პარლამენტში ზის და მას არ აქვს პასუხისმგებლობის მინიმალური ზღვარი ძალიან რთულია მოთხოვო პრემიერს უემოციო სახით უყუროს ამ ყველაფერს ამიტომ ბოლოდან ნუ დავიწყებთ შეფასებას მთლიანობაში შევხედოთ კონტექსტს” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“კრიმინალური მენტალიტეტის მოძველბიჭო ხულიგნები” – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატიაწინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა