ხოშტარია: 2 ოქტომბერს ჩვენ გამოვგლეჯთ ქართულ ოცნებას ჩვენ სურვილს და გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი

“დღეს, ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართულ ოცნებას”ერთადერთი რაც ამოძრავებს, ეს არის შიში, შიში ძალაუფლების დაკარგვის, შიში სკამების დაკარგვის. მაგრამ ამ შიშის პერიოდში მათ, ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი კარგავენ ძალაუფლებას, ისინი არიან დამარცხებულები, რადგან ოპოზიციას და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას, არ უნდა ძალადობა, არ უნდა ჩაგვრა, არ უნდა უსამართლობა, უნდა მშვიდობა, უნდა ევროპა და უნდა განვითარება. ეს უმრავლესობა აუცილებლად გაიმარჯვებს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე.
ამ დარჩენილ დღეებში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებას” შეუძლია უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო თავდასხმა არამხოლოდ, ოპოზიციაზე, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ დღეს ვნახეთ, საათნახევრის განმავლობაში, პრაქტიკულად ევროკავშირის საელჩოს ბლოკირება, მოსმენებთან ერთად. ეს ყველაფერი იმ ანტიდასავლურ ნაბიჯებთან ერთად არის განაცხადი, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა გამოგვტაცოს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილება. პროდასავლური, განვითარებული, მშვიდობიანი არჩევანი.
ამიტომ 2 ოქტომბერს, გარდა დემოკრატიისა, გარდა მშვიდობისა, გარდა განვითარებისა, ჩვენ ასევე გამოვგლეჯთ ქართულ ოცნებას ჩვენ სურვილს და გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი და დიპლომატებს არა თუ ვუსმენდეთ, არამედ ვედგეთ გვერდში და ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიპლომატებს ევროკავშირიდან ბლოკირებას კი არ ვუწყობდეთ, არამედ ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს ეს ზუსტად ასე იქნება”-აცხადებს პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: მომავალი არა რუსეთის ფედერაციასთან არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: „ენკასთან“ თუ შეწყდა ხელშეკრულება, ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს