კახა კალაძე: „ენკასთან“ თუ შეწყდა ხელშეკრულება, ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

ენერგეტიკის დარგისთვის პირდაპირ ვიტყვი უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი პროექტები ჩერდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას​ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ ქვეყანას რა რესურსიც გააჩნია მაქსიმალურად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რომ ენერგეტიკულად, ენერგიის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი.

„ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ ენერგია მიეწოდებოდეს ქვეყნის მოსახლეობას, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.

წინა სტატიაშიხოშტარია: 2 ოქტომბერს ჩვენ გამოვგლეჯთ ქართულ ოცნებას ჩვენ სურვილს და გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: მელია არის ჩვეულებრივი, სულით კრიმინალია