ხოშტარია – 2 ოქტომბერი არის სწორედ არჩევანი, რომ დაიხუროს ეს სასტიკი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

პარტია “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარია ივანიშვილი-კალაძის კლანური რეპრესიების შესახებ “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც გუშინ საზოგადოებამ შეიტყო, შემზარავია.

“ჩვენ ვნახეთ მორიგი შემთხვევა სისტემისგან სასტიკად გაჭყლეტილი და განადგურებული ოჯახის. სამწუხაროა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი ოჯახი და ბევრი ადამიანი ამ ტრაგედიებს უბრალოდ მალავს შიშის გამო. ასეთია დღეს ჩვენი სახელმწიფო. ამ საქმეში ჩვენ ვნახეთ დაწყებული პოლიციიდან, ფინანსური პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, პროკურატურა, მთელი სახელმწიფო სისტემა. ვხედავთ სასამართლოს არარსებობას, რომელიც დღეს საქართველოში არცერთი მოქალაქის იმედი არ არის. არ არსებობს არც შემოსავალი, არც ეკონომიკა, არც მშვიდობა, არც უსაფრთხოება ასეთი ტიპის სახელმწიფოში”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში რეპრესიები და ადამიანების ჩაგვრა უნდა დასრულდეს.

“მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, თუ როგორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ 2 ოქტომბერს. ჩვენ ვხედავთ, რომ დაწყებული კალაძეების ოჯახიდან, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ამ სახელმწიფოს უყურებს როგორც საკუთარ თარეშიც სივრცეს, სადაც თანამდებობის პირების ნათესავებს შეუძლიათ დაალაგონ, მოაგვარონ, ფული აიღონ, კორუფციაში ჩაფლონ ქვეყანა, დაჩაგრონ, ღირსეული გაუთელონ და ამის შედეგად დაიღუპონ ადამიანები.

2 ოქტომბერი არის სწორედ არჩევანი, რომ დაიხუროს ეს სასტიკი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მინდა საგანგებოდ მივმართო ყველას, რომ თუ ჩვენ 2 ოქტომბრის შემდეგ არ ავაშენეთ სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, მისი პროფესიონალიზმი არ იქნება ღერძი და მთავარი ჩვენი ამოცანების, ნოლია ფასი ყველა პარტიის და ყველა პოლიტიკოსის. ამიტომ, მართლაც დადგა დრო 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის თავზე, რომ ჩვენ, ყველა პოლიტიკოსმა დავდოთ პირობა, რომ არავის აღარ გაუვა ადამიანის ასე გათელვა”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიმეზვრიშვილი – პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა იყო გამოსვლა “ოცნების“ მხარდამჭრებისთვის