ყოფილი პატიმარი ციცო საბაშვილი მთავარ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს

ყოფილი პატიმარი ციცო საბაშვილი მთავარ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. მისი თქმით, მკვლელობის ბრალდებით ის და მისი მეუღლე 1998 წელს დააკავეს. ქალბატონმა 10 წლიანი სასჯელი მოიხადა, მისი მეუღლე კი ამ დრომდე უვადო პატიმრობაში იმყოფება. ციცო საბაშვილი წარდგენილ ბრალდებაში საკუთარ თავსა და მეუღლეს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მთავარი პროკურატურისგან საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. საქმე უზენაეს სასამართლოში ამ დრომდე განიხილება, თუმცა ახლადაღმოჩენილი გარემოებები და მტკიცებულებები დაზარალებულმა პროკურატურაში წარადგინა. საბაშვილის თქმით, უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. პარალელურად საქმე უზენაეს სასამართლოში ამ დრომდე განიხილება. საბაშვილი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრასაც ითხოვს.

banner
წინა სტატიაში“არაგულწრფელობას ვხედავ მის გამოსვლაში”- მანანა კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაურმა ჯერ არ იცის, დაესწრება თუ არა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობას