ყოფილ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაიცავს

პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაიცვას.

განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ჩუბინიძის განმარტებით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაცვის გაგრძელება დამოკიდებული იქნება პერსონალურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ სამთავრობო დაცვა იმუშავებს აეროპორტებსა და ე.წ. VIP გასასვლელებში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგადაწყვეტილება, რომ ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია2 კვირაში 1 ქეიფი – კალაძემ წვეულებებში 131 ათასი ლარი დახარჯა