გადაწყვეტილება, რომ ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილება, მომავალი წლის ოქტომბრიდან ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია.

“თუ მანქანების გარეგნულ სახეზე ზრუნავენ, ვის გაუგია, რომ ასე ერთბაშად აიძულო ყველა ტაქსის მძღოლი ამოდენა ხარჯები გაიღოს. ან საიდან ეს ფული?! ეს ეტაპობრივად უნდა გაკეთებულიყო, ვთქვათ სამი წლის განმავლობაში, თუმცა ზოგადად ასეთი მიდგომა მცდარია. უკვე დაიწყეს ალბათ, მერიაში თეთრი საღებავების ბიზნესის აწყობა. ტაქსის ნიშნის მერიის მიერ უფასოდ დარიგებაც უაზრობაა და ასევე კორუფციის სუნი ასდის. ვიღაცა შემოიტანს რამდენიმე ათეულ ათასს და ქალაქის ბიუჯეტი შეისყიდის. ტენდერები როგორ ტარდება, კი ვიცით”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ახალი ვიზუალური სტანდარტი ამოქმედდება და ყველა ტაქსი თეთრი ფერის იქნება.

banner
წინა სტატიაში„მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, მირზა სუბელიანის შნირები არიან“ – ზაზა სარალიძე
შემდეგი სტატიაყოფილ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაიცავს