ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში, დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.

50 წლამდე ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცი ცოლის ცემის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია
შემდეგი სტატიაჩინეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს