ხონის რაიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

უხვმა ნალექმა პრობლემები ხონის რაიონშიც შექმნა. ორი დღის წინ სტიქიამ სოფელ მათხოჯსა და ნახახულევში საავტომობილო გზები და სახნავ სავარგულები დატბორა. დაზარალებული სოფლები ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ მოინახულა.

როგორც გივი ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალური კომისია ზარალს ითვლის და ხელისუფლება მის აღმოფხვრას უახლოეს ხანში დაიწყებს.
„საბედნიეროდ ნალექი შეწყდა, თორემ წყალი მოსახლეობას სახლებსაც დაუტბორავდა, თუმცა სერიოზული პრობლემები გვაქვს ორივე სოფლის სახნავ-სათესებსა და შიდა გზებზე“, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას ხონის კომუნალური სამსახურის თანამშრომლები უწევენ.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცველებმა 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატიადღეს დიდგორობა აღინიშნება